ცხინვალის რეჟიმმა, ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს 6 მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს, დღეს გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ექვსი მოქალაქე, ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა 5 და 6 ნოემბერს, ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ: გორის რაიონის სოფელ დიცის მცხოვრები, 1965 წელს დაბადებული პაატა გიორგის ძე მძინარაშვილი, 1990 წელს დაბადებული გიორგი გრიგორის ძე აბულაძე, 1959 წელს დაბადებული ელგუჯა ავთანდილის ძე გელაშვილი, 1990 წელს დაბადებული გიორგი მილერის ძე კილაძე, ასევე ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული თამაზ ვახტანგის ძე კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები