ეროვნულ ბიბლიოთეკაში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა IV კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება

8-9 ნოემბერს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის კამერული ორკესტრის „სინფონიეტას“ საკონცერტო დარბაზში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსი ჩატარდება.
დღეს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონკურსი გაიხსნება. გამარჯვებულები კი 11 ნოემბერს, გალაკონცერტზე გამოვლინდებიან.14468571_10154573330179153_5840257101565317544_o
პროგრამა: I ტური – ეტიუდი და პიესა (თავისუფალი არჩევანი); II ტური – პოლიფონიური ნაწარმოები და პიესა (თავისუფალი არჩევანი); III ტური – გალა კონცერტი (თავისუფალი არჩევანი).
როგორც „კვირას“ ჟიურის წევრმა დავით ხოსიტაშვილმა განუცხადა, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსის მიზანი საქართველოში კლასიკური მუსიკისა და კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პოპულარიზაციაა.
კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი ხორციელდება „საავტორო სტუდიის“ მიერ, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.
კონკურსის სპონსორი და მუდმივი პარტნიორია მაღაზია „მუსიკის სახლი“, რომელიც არა მხოლოდ ყიდის მუსიკალურ საკრავებსა და აქსესუარებს, არამედ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
უკვე მესამე წელია კონკურსს პარტნიორობას უწევს საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“.
საქართველოს კამერულმა ორკესტრმა „სინფონიეტამ“ დააწესა  პრიზი – ისინი თვითონ შეარჩევენ მუსიკოსს ფინალური კონცერტიდან, რომელთანაც შემდეგ დაუკრავენ მიმდინარე წლის განმავლობაში.
საპრიზო ფონდი: I – 1000 ლარი, II – 750 ლარი, III – 500 – ლარი.
პროექტის კოორდინატორია ნინო ჯანჯღავა; ჟიური: ვაჩე ლალიაშვილის (საქართველო), დავით ხოსიტაშვილი (საქართველო), ტატო ჯინჯიხაძე (საქართველო).
კონკურსის ორგანიზატორია “საავტორო სტუდია”; მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; პარტნიორი – მაღაზია “მუსიკის სახლი” და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი “სინფონიეტა”. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდა. წელს პირველად, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ასაკის შემსრულებლები. მათთვის პრიზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები