ფესტივალი „საჩუქარი“: ფრანც კაფკას „ბატონ ზომერს“ თოჯინების თეატრი წარმოადგენს

10 ნოემბერს, 15:00 საათზე, ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში ბორჯომის თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფრანც კაფკას „ბატონ ზომერს“ (ფრაგმენტები გრეგორ ზამზას ცხოვრებიდან) თუმანიშვილის თეატრის სცენა უმასპინძლებს.
სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია – იოსებ ბაკურაძე; კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე; მხატვარი – ირაკლი ხოშტარია; თოჯინები და დეკორაცია – ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე; მონაწილეობენ – გიორგი ღონღაძე, ელზა ხერხეულიძე, ირინა კუბანსკაია, თამარ გელაშვილი, მარიამ ლომიძე.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია შალვა გოგოლაძე.
გრეგორ ზამზას სკოლის ასაკში გადახდენილი უცნაური ამბავი. სკოლაში მიმავალ გზაზე, ქალაქის ცნობილი კომოვოიაჟერი – ბატონი ზომერი შეხვდა, რომელიც ნახევრად ხოჭო გახლდათ. პატარა გრეგორ ზამზას შეეშინდა და გზიდან გადაუხვია, სადაც ულამაზესი გოგონა, სახელად – ბარბარა გაიცნო. გრეგორს და ბარბარას გზა აებნათ და ტყეში აღმოჩნდნენ, სადაც ყაჩაღი ცოლ-ქმარი – დორა და ბორა ცხოვრობდა.
სპექტაკლი ფრანც კაფკას ცნობილი რომანის გმირის ფერად და თავბრუდამხვევ თავგადასავალზეა. თოჯინების თეატრის, ცოცხალი პლანის და ჩრდილების თეატრის სინთეზი თავისებურ ეფექტს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები