„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ უკვე მეორედ გაიმართება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“  10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი 10 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიხსნება და მის ფარგლებში 8 კონცერტი ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები.
მუსიკა ყველა კონცერტზე ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. ამ შინაარსის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ ტარდება. „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც ასევე ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში და რომელსაც უკვე არაერთხელ მიუბყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები