,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921” – წიგნის წარდგინება გაიმართება

9 ნოემბერს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი დასავლეთის აკადემიურ წრეებში ისტორიის ამ პერიოდის აღწერისა და გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. წიგნი პირველად 1951 წელს აშშ-ში გამოიცა. 2016 წელს კი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
წიგნში, ხელმისაწვდომი საარქივო მასალის გამოყენებით, აღწერილია 1917 წლის რუსეთში დატრიალებული მოვლენების გამოძახილი ამიერკავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ვითარებაზე. წიგნი ნათლად აღწერს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დაშლის მიზეზებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობებს. წიგნში გაანალიზებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში დატრიალებული მოვლენები და ამ სამი ახლად გამოცხადებული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ისტორია.
წიგნი დაბეჭდა გამომცემლობა ,,პოეზია-მ“, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
თარგმანი – ქეთი ქანთარია, სამეცნიერო რედაქცია – გიორგი მამულია, წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის – ლაშა ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები