გიორგი გ. თუმანიშვილის საჯარო ლექცია „მომავლის სამართალი” გაიმართება

10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ჩეხეთში მოღვაწე ქართველი პროფესორის გიორგი გ. თუმანიშვილის საჯარო ლექცია „მომავლის სამართალი“.
როგორც თავად გიორგი გ. თუმანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლექციაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: „ადამიანის დაბადების მომენტის ახლებურად გააზრების აუცილებლობა; ჩანასახის სამართალსუბიექტობა და სამართალობიექტობა; სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის, სხეულის სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტებისა და მთელი სხეულის კრიოპრეზერვაციის სამართლებრივი საკითხები;
ადამიანის „მე“ – როგორც სამართალსუბიექტობის ბაზისი; ორგანოთა შექმნისა და შემდგომი გამოყენება/განკარგვის სამართლებრივი საკითხები; ადამიანთა კლონირება და სამართალსუბიექტობა; ადამიანის „მე“-ს ტრანსფერი ხელოვნურ მატარებელზე და ხელოვნური თვითგანვითარებადი ინტელექტის მქონე რობოტექნიკა სამართალსუბიექტობის ჭრილში;
ადამიანის „მე“-ს უკვდავობა და სამართალსუბიექტობა;
სქესი, როგორც სამართალსუბიექტობის განმსაზღვრელი ელემენტი (ახლებური გააზრების უმნიშვნელოვანესი მდგომარეობანი)”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები