რეზო თაბუკაშვილის რომანის „13 დღე“ წარდგინება გაიმართება

9 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში რეზო თაბუკაშვილის რომანის – „13 დღე“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მწერლის კითხვა: რის ან როგორ ხსოვნას ინახავენ ადამიანთა „დალეწილი სულები“, ვიდრე მათ უცხო, გარეშე თვალი დააკვირდება? – ბუნებრივი დასაწყისია დიდი და დრამატული თავგადასავლისა.
ექიმის (ფსიქოთერაპევტის) და პაციენტის ურთიერთობა, მათი დაძაბული და პროფესიული პასუხისმგებლობით შენიღბული სიახლოვე; საიდუმლო, რომელიც თანაბრად ნაწილდება მკურნალზეც და ავადმყოფზეც; ცხოვრება თავისი შემზარავი ტკივილებით და ბედნიერებით; პერსონაჟები, რომლებსაც ვერ დაყოფ „დადებით“ და „უარყოფით“ გმირებად, რადგან თითოეულში არის რაღაც განუმეორებლად საინტერესო და აუცილებელი, სიცოცხლის ვეებერთელა ტილოს შესაქმნელად – ეს ყველაფერი ჩამთრევი და ლაღი თხრობით, მეტატექსტური ექსპრესიითაა გადმოცემული და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან ხელმეორედ მიბრუნების სურვილს იგრძნობთ – იდუმალების განცდის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ, კარგი წიგნისგან მოგვრილი სიამოვნების გასაბევრებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები