ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამშაბათს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამშაბათს ელექტროენერგია გაითიშება. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ „ენერგორესურსის“ დირექტორმა ალან გაბარაევმა აცნობა, ამის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება გახდა.
„ელექტროენერგიის მიწოდება ჩრდილოეთ ოსეთიდან დილის რვა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე შეწყდება. ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ტარდება“ – განაცხადა გაბარაევმა.
ამის გამო სამშაბათს ე.წ.სამხრეთ ოსეთში საბავშვო ბაღები არ იმუშავებს.