ფილმის – „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ ჩვენება გაიმართება

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ორგანიზებით,  ფილმის „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმის ჩვენება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. 7, აუდიტორია) შედგება.
„მამაკაცი და ქალი თანასწორია“ – ეს ჩანაწერი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1948 წელს ვერ მოხვდებოდა, რომ არა ადვოკატ ელიზაბეტ ზელბერტის ძალისხმევა. ამ ერთმა წინადადებამ თავდაყირა დააყენა მთელი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს, რათა ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსულიყო.
მხატვრული ფილმი „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო საბჭოში მიიწვიეს კონსტიტუციაზე სამუშაოდ. ის სიტყვები, რაც დღეს უპირობოდ ეწერება კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში, გასაოცარი სიმტკიცისა და ბრძოლის ფასად გაიტანა ელიზაბეტ ზელბერტმა. მის მოთხოვნას მამაკაცებთან ერთად უპირისპირდებოდნენ საბჭოს წევრი ქალებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა და სახელმწიფოსთვისაც.
როგორ მოახერხა ელიზაბეტ ზელბერტმა ამ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვება? რა მნიშვნელობა აქვს დღეს ასეთი ისტორიების დაფასებას და დამახსოვრებას? – ამ და სხვა საკითხებზე შეგვიძლია ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება, რომელსაც გახსნის იურისტი ანა არგანაშვილი.
ფილმის ენა: გერმანული ქართული სუბტიტრებით; დისკუსიის ენა: ქართული

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები