ქართველი რეჟისორის ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

მარიამ ჭაჭიას ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის, DOK LEIPZIG-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.  ამ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მარიამის ფილმმა “მოუსმინე სიჩუმეს” ჯილდო სექციაში Next Masters აიღო.
“მოუსმინე სიჩუმეს” არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს.
თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები