კულტურის მინისტრი: დიდი იმედი მაქვს, რომ ფრესკები აღდგენას დაექვემდებარება

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილ ხანძარს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კონტროლის გამკაცრებაზე უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება.
გიორგაძის თქმით, ის, რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხაროა და იმედი გამოთქვა, რომ გაჭვარტლული ფრესკები პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
”დიდი იმედი მაქვს, რომ ფრესკები აღდგენადია. საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება და მასში ჩაერთვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი წამყვანი სპეციალისტები. რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობას, დიდი ხანია თანამშრომლობის ფორმატი გააქტიურებულია და ეს არ ხდება იმის გამო, რაც ვარძიაში მოხდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს აქვთ შექმნილი ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა არქიტექტურულ თუ მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული თვითნებური ჩარევის გამოსასწორებლად და არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე გამოსწორებული მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება გამკაცრებაზე, თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და სამონასტრო ძეგლებზე”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რაც ვარძიაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები