„უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე“

უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ზე წარსადგენი თავმჯდომარის კანდიდატურა შეთანხმებულია.
„სამი კომიტეტი დარჩა, სადაც გრძელდება კონსულტაციები, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, სპორტის კომიტეტი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები