ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.

„ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას!“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები