მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა შეხვედრას მართავს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა შეხვედრას მართავს. შეხვედრა “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
მანამდე პარტიამ გიორგი კვირიკაშვილის ხემძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დაწყებამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, საპარლამენტო თანამდებობების შესახებ გადაწყვეტილებები პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭო სხდომაზე უნდა დაზუსტებულიყო.
არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკითხზე განცხადებას ახალარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები