ეკა ბესელია: დღეს საბოლოოდ შეჯერდება, ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული

დღეს საბოლოოდ შეჯერდება, ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. რამდენიმე წუთში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება. პოლიტსაბჭოს შემდეგ, შეხვედრა ახალარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ფორმატში გაგრძელება.
სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმ თანამდებობებზე წარსადგენ პირთა საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.
“ეს არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატი არის იმისთვის, რომ საბოლოოდ, ყველა მოსაზრება დაახლოვდეს და შეჯერდეს, შემდეგ განხილვა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. დღეს საბოლოოდ შეჯერდება ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული“, – განაცხადა ბესელიამ.
პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები