ნუკრი ქანთარია: პოლიტსაბჭოს დამთავრების შემდეგ, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რა კონფიგურაციაა პარლამენტში

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საპარლამენტო თანამდებობების შესახებ გადაწყვეტილებები პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაზუსტდება.
„პოლიტსაბჭოს დამთავრების შემდეგ, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რა კონფიგურაციაა პარლამენტში. შემდეგ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, იქ კიდევ ერთხელ იქნება მომავალი საპარლამენტო მუშაობის გარკვეული კონტურები გამოხატული. მეტ-ნაკლებად ეს არის სილუეტი. მიმდინარეობდა განხილვა, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე ჯგუფურადაც, მაგრამ ეს ყველაფერი დამტკიცდება და გადაწყდება პოლიტსაბჭოზე. არ არის გამორიცხული, რომ შეიცვალოს ზოგიერთი ადგილი,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, ქანთარია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
“ჯერჯერობით ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება და ვფიქრობ, ეს განხილვა დადებითად იქნება გადაწყვეტილი“, – აღნიშნა ქანთარიამ.
ოფიციალური ინფორმაცია საპარლამენტო თანამდებობების შესახებ დღეს უნდა გახდეს ცნობილი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტა ხანში დაიწყება. დღესვე დაგეგმილია ახალი მოწვევის პარლამენტში არჩეული პარტია „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები