ამერიკული დაზვერვა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ამერიკულმა დაზვერვამ ზოგიერთი შტატის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ტერაქტების საფრთხის შესახებ აცნობა. ამის თაობაზე ტელეკომპანია CBS იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში ტერორისტულ შეტევებს დაჯგუფება „ალ ქაიდა“ გეგმავს.
შეტევების კონკრეტული ადგილები არ სახელდება.
ამავე ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება საფრთხეს ძალზე სერიოზულად აფასებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები