ჯონ კერი ანტარქტიდაზე ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 7-10 ნოემბერს ანტარქტიდაში ჩადის. საინტერესო ისაა, რომ კერი ანტარქტიდაში 8 ნოემბერს იქნება, როდესაც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კერიმ ვიზიტი არჩევნებისთვის სპეციალურად არ დაუმთხვევია. უბრალოდ, ანტარქტიდაზე ამ დროს ხელსაყრელი ამინდია. კირბის თქმით, კერიმ ამომრჩევლის მოვალეობა წინასწარ შეასრულა.
კერი ანტარქტიდაზე შეერთებული შტატების სამეცნიერო ლაბორატორიას ეწვევა და სამხრეთ პოლუსზეც ჩავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები