„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა – რას გეგმავს პარტია

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტსაბჭოზე რამდენიმე მთავარ საკითხზე იმსჯელეს – შეიქმნას ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას შეაფასებს, ყრილობისთვის მომზადება, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. პარტიამ ასევე მიიღო სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი.

„3 ძირითადი საკითხი განვიხილეთ. პირველი, პოლიტსაბჭომ დაავალა სამდივნოს, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას შეაფასებს. ასევე, ვემზადებით ყრილობისთვის და შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ყრილობის წესებს, განსაზღვრავს დროს და შესთავაზებს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად. მესამე საკითხი არის განცხადება, რომელიც მალე დაურიგდება თითოეულ თქვენგანს“, – განუცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები