მიხეილ ჯანელიძე: რანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის

 არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს საქართველოსთვის, გადაუწყვეტელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო ფორმატებში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არაა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მიუხედავად ჩიხიდან გამოყვანილი ურთიერთობებისა, საქართველო ჯერჯერობით მზად არაა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად.“

მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები