„დღეს წყდება “ნაციონალური მოძრაობა” საერთო სახალხო პარტია, თუ კულუარულად მართული, ვიწრო ჯგუფის გამომხატველი პარტია იქნება“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო სახალხო პარტია იქნება თუ კულუარულად მართული, არადემოკრატიული პარტია.
„დღეს არ წყდება მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობის საკითხი, ვინაიდან ის უკვე აღარ არის თავმჯდომარე – ეს პოზიცია დიდი ხანია ვაკანტურია, არამედ წყდება ის -“ნაციონალური მოძრაობა“ იქნება საერთო სახალხო პარტია, რომელიც ასახავს მოსახლეობის ყველაზე ფართო ინტერესებს, თუ იქნება კულუარულად მართული ვიწრო ჯგუფის გამომხატველი არადემოკრატიული პარტია“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევაზეც იმსჯელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები