ბრიტანეთის პრემიერი –  სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესს არ შეაჩერებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი გაგრძელდება.
ამის შესახებ მეიმ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟან – კლოდ იუნკერს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. მეის მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან გასვლას პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება, ვინაიდან „ეს არის რეფერენდუმზე, ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატული ნება“.
ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს. პროცესი მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლის გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო და მისი თანხმობის გარეშე Brexit-ის პროცედურები არ უნდა დასრულდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები