პუტინმა, მოსკოვში, კიევის რუსეთის დიდი მთავრის ვლადიმირის ძეგლი გახსნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, კრემლის მახლობლად, კიევის რუსეთის დიდ მთავრის ვლადიმირის ძეგლი გახსნა. ძეგლის გახსნას, რამდენიმეთვიანი კამათი უძღოდა წინ.  კამათი, ძირითადად, ძეგლის ადგილთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
თავდაპირველად ძეგლის დადგმა ვორობიოვის მთებზე იგეგმებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ 40 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და მონუმენტი სხვა ადგილას დაიდგა.
„ეს ძეგლი ჩვენი უდიდესი წინაპრის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საზეიმო ღონისძიებებზე.
„მამის ძეგლი შეიძლება იყოს ყველგან, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ და ამაში უჩვეულო არაფერია. ცუდია, როდესაც ბავშვები ივიწყებენ, თუ ვინ არის მათი მამა,“ – განაცხადა რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილემ.
რუსეთის პრეზიდენტის და პატრიარქის გარდა, მთავარ ვლადიმირის ძეგლის გახსნაში მოსკოვის მერი, კულტურის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ზოგიერთ რუს ექსპერტს მიაჩნია, რომ კიევის რუსეთის მთავრის  ძეგლის მოსკოვის ცენტრში დადგმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები