აბაშიძემ კარასინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველო ვერ აიძულებს. ეს მოსკოვმა უნდა გააკეთოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს. ამასთანავე კარასინი აცხადებს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა გაითვალისწინოს.
რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში ჩასვლა კერძო მიწვევის საფუძველზე შეუძლია. გრიგორი კარასინი ასევე აცხადებს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ბევრი საკითხის მოგვარებას ართულებს. მისი ინფორმაციით, წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები