პარიზში მიგრანტების ბანაკის ევაკუაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)
პარიზში მიგრანტების ბანაკის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ისინი ლტოლვილების სხვადასხვა ცენტრებში იქნებიან გადაყვანილები.
ლტოლვილების ევაკუაცია ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, ისინი იმპროვიზებულ ბანაკს პოლიციის თანხლებით ტოვებენ.
მიგრანტების ბანაკში 2,5-დან 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი სირიიდან, ავღანეთიდან, ერიტრეიდან და სუდანიდან არიან.