რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიტერორისტული წვრთნები გამართეს (ფოტოკოლაჟი)
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა ანტიტერორისტული წვრთნები გამართეს. მათ პირობითი ტერორისტები გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი’ იუწყება.
წვრთნების სცენარის მიხედვით, „სამმა „ტერორისტმა“ ბაზის ტერიტორიაზე შეაღწია და ერთ-ერთ შენობაში განთავსდა.
„ორმხრივი სროლა“ ტერორისტების განადგურებით დასრულდა. ამის შემდეგ მესანგრეთა ჯგუფი ამოქმედდა. მან ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების მიერ შეტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო.