ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევას გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი სპეციალური საბჭოს შექმნას გეგმავს, რომელიც ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე იმუშავებს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ აცნობა, თიბილოვი სამხრეთ ოსეთისთვის ახალი სახელის – „ალანიის“ მინიჭებას გეგმავს.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის სრული სახელია „ჩრდილოეთ ოსეთის, ალანიის რესპუბლიკა“.