ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიანტებთან შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „რედისონში“ ბუნებრივი რესურსების მართვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს, სადაც პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს და ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, კომპანიებთან ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მიზნით, რეფორმების დაგეგმვის პროცესში სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტურ მართვას, ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას.
შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და მაია ბითაძე ესწრებოდნენ, სადაც მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ბუნებრივი რესურსების მართვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე პრეზენტაცია წარუდგინა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები