“დღეს კიდევ ორი ქართველი დაჭრეს დანით თუ ცულით” – ზვარეში ჩინელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე ქართველი სცემეს და ჭრილობები მიაყენეს.
როგორც “კვირას“ ზვარეს რწმუნებულმა ბერიკა ტალახაძემ განუცხადა, ქართველებსა და ჩინელებს შორის კონფლიქტი გუშინ დაიწყო, დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა.
ზვარეს რწმუნებული ბერიკა ტალახაძე ჩინელებსა და ქართველებს შორის მომხდარი უთანხმოების დეტალებზე საუბრობს.
“გუშინ ქართველებს შეშა მოჰქონდათ ტყიდან, ჩინელებმა გზა გადაუკეტეს, რადგან ეგონათ რომ მათ მიერ დამზადებული შეშა მოჰქონდათ, თუმცა შეშა ქართველების მიერ იყო მოჭრილი. დაიწყო შეხლა-შემოხლა ბლაგვი საგნით დაჭრეს სამი ქართველი, დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა, სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე ჩინელებთან დასაქმებულმა იქ მუშაობაზე პროტესტი გამოაცხადეს, თანასოფლელების სოლიდარობის მიზნით, რის შემდეგაც მათსა და ჩინელებს შორის დაპირისპირება მოხდა, დღეს კიდევ ორი ქართველი დაჭრეს დანით თუ ცულით ზუსტად არ ვიცი, არიან ნაცემებიც ყველა მათაგანი საავადმყოფოშია. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, სიტუაცია შედარებით განიმუხტა ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან“, – განუცხადა “კვირას“ ზვარეს გამგებელმა.
მისივე თქმით, ჩინელებსა და ადგილობრივ ქართველებს შორის კონფლიქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ ვითარება ასე არ გამწვავებულა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე (ცემის) მუხლით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები