კონიაკ „ჰენესის“ უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ძვირადღირებულ კონიაკ „ჰენესს“. აქციზური მარკის გარეშე სისტემატურად ყიდდა.
დაკავებულის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები