საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის დაკაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. აღნიშნული საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს გასაცნობად გადაეცათ.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ თემაზე კომენტირების დროს განაცხადა, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლა არის.
“თუ სამი ახლად შემომატებული მოსამართლე გადაწყვეტს, რომ საქმეები ხელახლა დაბრუნდეს განხილვაში, თავიდან დაიწყება განხილვა. თუნდაც ერთმა მათგანმა რომ თქვას, რომ საქმეზე უნდა დაიწყოს ხელახალი განხილვა, ასე უნდა მოვიქცეთ. იგივეს ძველი მოსამართლეებიდან ვერც მე და ვერც სხვა ვერ მოითხოვს”, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები დაკომპლექტდა და მოსამართლეები საქმეების განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები