დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან „გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების“ შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან „გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების“ შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
„შეთანხმების რეალიზება პასუხობს რუსეთის და აფხაზეთის ინტერესებს. ის ორივე მხარის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს და დამატებით ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის”- წერია კანონის განმარტებით ბარათში.
შეთანხმება მოსკოვში გასული წლის 21 ნოემბერს იყო ხელმოწერილი, გაერთიანებულ დაჯგუფებაში რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა შედის, ხოლო აფხაზური მხრიდან – მოტომსროლელთა ორი ბატალიონი, საარტილერიო და ავიაციური ჯგუფები და სპეციალური დანიშნულების ძალები.