ირაკლი ღარიბაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

  დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინელ კოლეგას ირკი კატაინენს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ირკი კიტაიანენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები