გიორგი კახიანი: ახალი პარლამენტი, შესაძლოა, 19 ნოემბერს შეიკრიბოს

საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ახალი პარლამენტი პირველი შეკრების შემდეგ განახორციელებს.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, ახალ პარლამენტს პრეზიდენტი გახსნის, ხოლო სხდომას უხუცესი პარლამენტარი წარუძღვება.
“პარლამენტი შეიკრიბება მაშინ, როცა ცესკო გამოაქვეყნებს საბოლოო შემაჯამებელ ოქმებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი არ შეიკრიბა პირველი ტურის შემდეგ. პირველი სხდომის დანიშვნის უფლება არის პრეზიდენტის პრეროგატივა . პრეზიდენტი გახსნის სხდომას, შეიქმნება ხმის დამთვლელი კომისია, სამანდატო კომისია და ამის შემდეგ ის პროცესი დაიწყება, რასაც ჰქვია შიდა სტრუქტურული დაკომპლექტება. შეიქმნება ფრაქციები, აირჩევა მათი თავმჯდომარეები, ასევე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე სპიკერები. ამის შემდეგ უკვე დღის წესრიგში დადგება მთავრობის დაკომპლექტების საკითხი. ახალი პარლამენტი წარადგენს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც 7 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები