„არ გამოვრიცხავ, „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ოპოზიციურ ძალად გავერთიანდეთ“

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დროს კოალიციაში ერთად შემავალმა პარტიებმა ისევ ვითანამშრომლოთ – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი დავით უსუფაშვილის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ყოფილი „რესპუბლიკელი“ ახალი ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნაზე საუბრობდა. მისი განცხადებით, მსგავსი იდეის შესახებ საკუთარი მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამაც დააფიქსირა.
“ის, რომ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კრიზისია, ეს ცხადია, თუმცა ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებასაც სჭირდება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ისევ გავერთიანდეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალი არაფერი იქნება, ჩვენ ერთად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ოპოზიციურ ძალად გავერთიანდეთ,“ – განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები