ნოდარ ხადური: პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ

მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვას, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ.
როგორც ხადურმა აღნიშნა, იგი აგრძელებს მუშაობას. მისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა მთავრობის შემადგენლობის ფორმირება პრემიერ-მინისტრმა. ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები