კახა კალაძე: სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო

“სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
კახა კალაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, მისი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ. მისივე თქმით, პარტიაში კონსულტაციები უფრო გააქტიურდება, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს.
”მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, რა თქმა უნდა კონსულტაციები უახლოეს მომავალში იქნება. ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა აქაც განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია და სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო და ჩემი შესაძლებლობები ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ერთ-ერთი ჭორია”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რომ არის ვერსია, შესაძლოა ის წარდგენილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატად, კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. ”რაც შეეხება პრეზიდენტობას, პრეზიდენტის არჩევნებამდე დიდი დროა. მანამდე მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასე რომ, წინასწარ მოსაზრებების გაკეთება არ იქნება მართებული”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები