“დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს”

“დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ,,რესპუბლიკური პარტის” ყოფილმა წევრმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა გვარის და სახელების პარტიები, არამედ პარტიები, რომლებშიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ადამიანები.
,,დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, ისვე, როგორც “რესპუბლიკური პარტია” არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია. პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა გვარის და სახელების პარტიები, არამედ პარტიები, რომლებშიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ადამიანები. მგონია, რომ დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში. ვიცი სახელმწიფოს მშენებლობის ის ნიუანსები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრს უმნიშვნელო მიაჩნია. ვხედავ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. მომავალ პარლამენტში ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. 2-3 თვის განმავლობაში იძულებული ვიქნები მედიას ნაკლებად შევხვდე, რადგან ამ დროის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური ფიქრი, ანალიზი, განსჯა, არა ინდივიდუალურად, არამედ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აქვს განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები