ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ნიკა გვარამია მოწმის სახით შს სამინისტროში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

“უწყებაში ნათქვამია, რომ გვარამია დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე. შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. ეს ჩანაწერი, როგორც მაშინ გვარამიამ განაცხადა, გაკეთებული იყო თავად მის მიერ სპეციალური აპარატით და არა – ტელეფონით. ჩანაწერის გაკეთების მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილება დაასახელა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პერიოდი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა და შემდეგ განადგურდა, რადგან საინტერესო მასალას არ შეიცავდა”,-ნათქვამია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციაში.
აღნიშნული “კვირას” შსს-შიც დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები