“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც „კვირას“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, საუბარია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება. ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები