საგარეო უწყება ტელეხიდში – „ერევანი-სოხუმი“ სომხეთის ოფიციალური პირების მონაწილეობას არ ადასტურებს

“ტელეხიდში, რომელიც სახელწოდებით „ერევანი-სოხუმი“ შედგა, ჩვენი ინფორმაციით, არ მონაწილეობდნენ სომხეთის მთავრობის ოფიციალური პირები”, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
რამდენიმე დღის წინ გამართულ ტელეხიდში, რომელიც ერევანსა და სოხუმს შორის შედგა და რომელშიც, აფხაზური მხრიდან ,აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე დეპუტატები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო სომხური მხრიდან „რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი“ ხაჩიკ მინოსიანი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, საუბარი აფხაზეთისა და სომხეთის სამომავლო ურთიერთობებს შეეხო.
ტელეხიდის დროს სომხური მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთში სომხები თავს კომფორტულად გრძნობენ, მან აფხაზეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო, ისე მოიხსენია.
შემდგარი ტელეხიდის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტრო. სამინისტროში აცხადებენ, რომ ტელეხიდში მონაწილეობას არ იღებდა სომხეთის მთავრობის არც ერთი ოფიციალური პირი.14958452_1045646732221268_1180734114_n
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ საეთერო შეხვედრის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩოც მუშაობდა სომხეთში, მედიით გავრცელებული ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ჩვენ ვიცით საქართველოში სომხეთის საელჩოს პოზიცია. ის, რაც ტელეხიდის დროს სომხური მხარის სახელით გახმოვანდა, არ ნიშნავს ოფიციალური სომხეთის პოზიციას.
ამ გადაცემაში მონაწილეობას არ იღებდა ოფიციალური ერევანის არც ერთი წარმომადგენელი“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ტელეხიდი „ერევანი-სოხუმი„ 26 ოქტომბერს გაიმართა, სადაც გარდა სხვა თემებისა, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ლევონ გალუსტიანმა, ეთნიკურად სომეხმა, ოფიციალური თბილისი სომხეთისა და აფხაზეთის ურთიერთობაში ხელისშემშლელ მიზეზად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები