დიმიტრი ხუნდაძე: ჩემი მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს ერთმნიშვნელოვნად ექნება

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მიესალმება.
ხუნდაძე კონსულტაციებში არ იღებს მონაწილეობას, თუმცა კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

“პარლამენტის თავმჯდომარის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიაში, თუმცა მე არ ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს ერთმნიშვნელოვნად ექნება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი სამინისტროების ოპტიმიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტში საქმიანობას ისევ ჯანდაცვის კუთხით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები