სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გ.მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 3 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,9042 გრ. ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები