საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მოიწვევს.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი პირველ სხდომას თავად გახსნის და დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
მიშველაძის ინფორმაციითვე, უსკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დანიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩევნების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ისე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც დანიშნავს“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები