ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაცია მიმდინარეობს

“გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ გამოჩენილა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
რაც შეეხება რეკომენდაციას, გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წელს სახელმწიფომ საპროფილაქტიკო ვაქცინების რაოდენობა გაზარდა.
”ჯერჯერობით, მხოლოდ რინო ვირუსი ცირკულირებს. გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ გამოჩენილა. გრიპის ვირუსი ჩვენთან დეკემბერში და იანვარში ჩნდება. ახლა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაცია მიმდინარეობს. წელს სახელმწიფომ საპროფილაქტიკო ვაქცინების რაოდენობა გაზარდა. 20 000 დოზა ვაქცინა ვიყიდეთ, რომელიც ყველაზე დიდ რისკჯგუფებს უკეთდებათ, ესენია: მოხუცთა სახლებში, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, ექიმები, რომლებიც ინტენსიურ განყოფილებებში მუშაობენ, ასევე, დიაბეტიანი ბავშვები და სხვა. ამავე დროს, კომერციულ ქსელს აქვს გრიპის ვაქცინა. რა თქმა უნდა, გრიპის სეზონი იქნება, წელს იგივე შტამი იქნება, რაც მსოფლიოში ცირკულირებს. ყველაზე საუკეთესო საშუალება, გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები