„რესპუბლიკური პარტია“ ვახტანგ ხმალაძემაც დატოვა – “დანარჩენს დრო გვიჩვენებს”

„რესპუბლიკური პარტია“ ვახტანგ ხმალაძემაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხმალაძე ადასტურებს. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა გახდა, თუმცა კონკრეტული მიზეზის დასახელებისგან  თავი შეიკავა.
„შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია ერთ-ერთმა პირველმა მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მას შემდეგ კი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება პაატა ზაქარეიშვილმა, თინა ხიდაშელმა, ნოდარ ებანოიძემ, და ივლიანე ხაინდრავამაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები