თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.
“12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს. ახლა ახალი ეტაპი იწყება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა “2030. news“ -სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტია“ ასევე დატოვეს დავით უსუფაშვილმა, პაატა ზაქარეიშვილმა, თენგიზ შერგელაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები