შოთა ხაბარელი: მე ჩემს თავს ისევ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში მოვიაზრებ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ კომიტეტი, რომლის წევრიც საქართველოს პარლამენტში თავად იყო, წარმატებულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.
შოთა ხაბარელი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ახალ პარლამენტში კომიტეტის ბევრი წევრი ვერ მოხვდა, თუმცა თვლის, რომ ის არანაკლებ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება.
“ მე ალბათ ისევ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში ვიქნები, როგორ და რა ფორმით, ეს უკვე არის პოლიტსაბჭოს განსასჯელი, რადგან ვთვლი, რომ კომიტეტი საკმაოდ წარმატებული იყო.
ვწუხვარ, რომ წევრების უმრავლესობა პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ შემოვიდნენ ღირსეული კანდიდატები და ეს კომიტეტიც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტდება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები