შოთა ხაბარელი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო ოპოზიცია, ის იყო ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული ძალა

“მე მჯერა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ კონსტრუქციული ოპოზიციონერობა გაწიონ”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ სამგორის მე-12 ოლქის გამარჯვებულმა კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
ხაბარელს მიაჩნია, რომ პარლამენტის გარეთ დარჩნენ ის ოპოზიციონერები , რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის გაწევას შეძლებენ. ხაბარელს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო ჯანსაღი ოპოზიციური ძალა.
“ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო ოპოზიცია, ეს იყო დაჯგუფება, რომელიც წლების მანძილზე ქვეყნის დისკრედიტაციას ეწეოდა და მხოლოდ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებით გამოირჩეოდა.
მე მჯერა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, მმართველ გუნდს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია გაუწიონ.
მე არაფერს გამოვრიცხავ, შესაძლოა, ესენი იყვნენ “რესპუბლიკელები”, შესაძლოა – „თავისუფალი დემოკრატები“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები