ზაქარია ქუცნაშვილი სააკაშვილზე: მოგიწოდებთ ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქუცნაშვილმა განმარტა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვთ.
“მოგიწოდებთ ყველას, ბრალდებული სააკაშვილის მიმართვების ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უფლება. ეს უკვე ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას.
პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საარჩევნო პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს იგივეა, ტერორისტი გამოდიოდეს, ამბობდეს, ავაფეთქებ ახლა ამ ქალაქსო და ჩვენ -პოლიტიკოსები და ჟურნალისტები – ვეხმარებოდეთ. ამ აზრის ტირაჟირებას არ უნდა შევუწყოთ ხელი, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები